მიმოხილვა

ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის საშუალებით ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მნიშვნელოვანი რეფორმების გეგმას. საქართველოში დღეისათვის 100–ზე მეტი პროექტი ხორციელდება. ევროკავშირი შემდეგ სექტორებში გამოყოფს დახმარებას: სამართალი, თავისუფლება და უსაფრთხოება; ადამიანის უფლებები, დემოკრატიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება; კონფლიქტების დარეგულირება; ეკონომიკა, ვაჭრობა და საჯარო ფინანსების მართვა; ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა და რეგიონული განვითარება; განათლება, ჯანდაცვა და სოციალური განვითარება. ევროკავშირი დახმარებას გამოყოფს, გრანტების, კონტრაქტების და, სულ უფრო მეტად, საბიუჯეტო დახმარების საშუალებით. 

  • პროექტების სიაში მოცემულია ძირითადი ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების შესახებ
  • კონკრეტულ მაგალითებში ასახულია პროექტების მოკლე აღწერა, სადაც ძირითადი ყურადღება გამახვილებულია შედეგებზე.