კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერა

კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანთა დახმარება

საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის  ევროპული დახმარების გაწევა ორი ათეული წლის განმავლობაში

უკვე  ოცი  წელია, რაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების საშუალებით  საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებულთა დახმარება მიმდინარეობს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები მიზნად ისახავს დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა  თავდაპირველ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებას. ევროკავშირი, ასევე, ხელს უწყობს კონფლიქტის ორივე მხარეს მყოფ ადამიანებს შორის კონსტრუქციული დიალოგის წარმოებასა და სხვადასხვა დონეზე ღია საკომუნიკაციო არხების შენარჩუნებას მხარეებს შორის.

თავდაპირველად კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ევროკავშირის დახმარება ჰუმანიტარული ხასიათისა იყო. ის მიზნად ისახავდა კონფლიქტის შედეგად წარმოშობილი გადაუდებელი საჭიროებების – საკვებისა და თავშესაფრის –მოგვარებას. დროთა განმავლობაში ევროკავშირის დახმარება მოკლევადიანი ჰუმანიტარული დახმარებიდან საშუალოვადიანი, განვითარების პერსპექტივის მქონე დახმარებაში გადაიზარდა. თავშესაფრით გადაუდებელი  დახმარება მდგრადი საცხოვრებლით  და სათემო ინფრასტუქტურის შექმნით და განვითარებაზე ზრუნვით შეიცვალა. სურსათით დახმარება იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანმა, სოციალურ–ეკონომიკურ ინტეგრაციასა და საარსებო წყაროთი უზრუნველყოფაზე ორიენტირებულმა  პროგრამებმა ჩაანაცვლა. იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროთი უზრუნველყოფა ევროკავშირის დახმარების ახალი პროგრამების ერთ–ერთი მთავარი ამოცანაა.  ამ პოლიტიკის მთავარი მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების დონის საქართველოს საშუალო მოქალაქის სოციალურ–ეკონომიკურ დონემდე გაზრდა და   შესაბამის ადგილობრივ სოციალურ–ეკონომიკურ გარემოში მათი ინტეგრირების გამარტივება. 

ევროკავშირის ახალი დახმარება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთათვის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ

2008 წლის აგვისტომდე დიდი ხნით ადრე ევროკავშირი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის – მათი, ვინც ამ რეგიონებში დაბრუნდა და მათიც, ვინც ჯერ კიდევ რჩებოდა შიდა მიგრაციაში –  ყველაზე დიდი დონორი იყო. 2008 წლის მოვლენებს  ამ რეგიონებიდან მიგრაციის ახალი ტალღა მოჰყვა, რამაც  კონფლიქტით დაზარალებულთა დახმარებაში ევროკავშირის უფრო მეტი ჩართულობა გამოიწვია. 2008 წლის 22 ოქტომბერს ბრიუსელში საქართველოსთვის გამართულ  დონორთა კონფერენციაში ევროკავშირმა 500 მილიონ ევრომდე დახმარება გამოყო, რაც სხვადასხვა საქმიანობას უნდა მოხმარებოდა, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებაში დახმარებას, ეკონომიკური რეაბილიტაციისა და  აღდგენის პროექტებსა და მაკრო–საფინანსო სტაბილიზაციისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის დახმარებას. ევროკავშირის დახმარება კონფლიქტით დაზარალებული ადამიანებისთვის ძირითადად საქართველოს მთავრობის, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარების საშუალებით ხორციელდება.

დღეისათვის ევროკავშირი აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში ერთ–ერთი უდიდესი დონორია. ძირითადი აქცენტი ნდობის აღდგენაზე, განათლებაზე, ჯანდაცვასა და საარსებო წყაროთი უზრუნველყოფაზეა გადატანილი. 2008 წლის შემდეგ სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ხელისუფლების მოთხოვნების გამო ევროკავშირის მიერ დაფინაანსებული პროგრამები  შეწყდა.

რისი მიღწევა გახდა შესაძლებელი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ?

გადაუდებელი დახმარების ფაზა: დაუყოვნებლივ მიწოდებული ჰუმანიტარული დახმარება იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად ზამთრის განმავლობაში.

• ექოს ჰუმანიტარულმა დახმარებამ შესაძლებელი გახადა იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი ტალღის გადაუდებელი საჭიროებების გადაჭრა; გაწეულ იქნა სასურსათო დახმარება, თავშესაფრით უზრუნველყოფა და ფსიქოლოგიური დახმარება. ექოს ეს დახმარება (12 მილიონი ევრო) გაეროს სააგანტოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით იქნა გაწეული.
• ევროკავშირი იძულებით გადაადგილებულ პირებს დროებითი სახლების თბოიზოლირებისა და მათი წვიმისგან დაცვის უზრუნველყოფის საშუალებით გამოზამთრებაში დაეხმარა.
• მცირემასშტაბიანი ეკონომიკური საქმიანობა, როგორიცაა პროფესიული ტრეინინგი და მიკროკრედიტები ფერმერებისთვის, ევროკავშირის თანხებით იქნა უზრუნველყოფილი და შესაძლებლობა მისცა იძულებით გადაადგილებულ პირებს სტაბილური შემოსავალი ჰქონოდათ. ეს პროექტები (საერთო ღირებულებით 29 მილიონი ევრო) ასევე მოიცავდა იძულებით გადაადგილებულ პირთა  უფლებების დაცვას, მაგალითად, მათთვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევის საშუალებით.

მდგრადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფაზა: ნორმალური საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის

საქართველოს მთავრობისთვის 105 მილიონი ევროს ოდენობის (საიდანაც 90 მლნ–ია გადმორიცხული) საბიუჯეტო დახმარებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგნიზაციებისთვის არა–ერთი გრანტის საშუალებით, ევროკავშირი დახმარებას უწევდა როგორც 2008 წლის ომით დაზარალებულებს, ისე 90–იანი წლების კონფლიქტით დაზარალებულებს მდგრადი საცხოვრებლით უზრუნველყოფაში.

• 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთათვის შიდა ქართლში კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი სახლების აშენდა
• მოხდა სახლების აღდგენა იმ იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, ვინც გალის რაიონში ომით დაზარალებულ სახლებში დაბრუნდა
•  აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთათვის, ვინც სამეგრელოში 1990 წლებიდან უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა, სრულად გარემონტდა ბინები საცხოვრებელ კორპუსებში
• იმ იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, ვისი საცხოვრებელიც ვერ გარემონტდებოდა იქ არსებული სიცოცხლისთვის საშიში პიროებების გამო, ახალი კორპუსები აშენდა (მაგ. წყალტუბო) იმავე ადგილას ან იმ რეგიონებში, რომლებიც ეკონომიკურად განვითარებულია, მაგ. ფოთსა და ბათუმში.
• დაფინანსდა დიდი რაოდენობით პროექტები, რომელთა ფარგლებში გარემონტდა სკოლები, მოწესრიგდა სასმელი წყლისა და საირიგაციო სისტემები, მოხდა დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია და ა.შ., ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება ფერმერულ საქმიანობაში. 

განვითარების ფაზა: იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ–ეკონომიკურ ინტეგრაციაში დახმარების გაწევა

იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგრადი საცხოვრებლით უზრუნველყოფა  მთავარ საზრუნავად რჩება; დღეს, საარსებო წყაროთი უზრუნველყოფა ევროკავშირის დახმარების პროგრამის უმთავრესი კომპონენტია (19 მლნ 2012–2015 წლებში). ამ დახმარების ძირითადი მიზანი იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიმღები თემისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნაა, რომ მათ თვითონ შეძლონ საკუთარ თავზე ზრუნვა 

• პროფესიული  მომზადება და მცირე გრანტები
• ინვესტირების მხარდაჭერა
• დასაქმების შექმნა
• სათემო ორგანიზაციების განმტკიცება
• საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა  ზემოჩამოთვლილი შესაძლებლობების შესაქმნელად ადგილზე

გრძელვადიან პერსპექტივაში ამ აქტივობების მიზანი არის იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართვა რეგიონული განვითარების პროცესში; იძულებით გადაადგილებული ფერმერების შემთხვევაში, აქტივობის მიზანია, დაემხაროს მათ საქართველოში მცხოვრები საშუალო განვითარების  მქონე ფერმერის დონის მიღწევაში.  

ევროკავშირი მდგრადი და სტაბილურობის მომტანი გადაწყვეტილებების ერთგული რჩება, რაც ეხმარება საქართველოს, მუდმივად მიიღოს მონაწილეობა კონფლიქტის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის კონსტრუქციულ დიალოგში და სხვა სოციალურ და პროდუქტიულ აქტივობებში, რომელიც შეეხება ადგილობრივ თემს, გარშემო მყოფ მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ხელისუფლებას.

 

 

Back to მიმოხილვა