რეგიონული განვითარება და სოფლის მეურნეობა

 

სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების მნიშვნელობა  საქართველოსთვის

საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი ბევრი პრობლემისა და გამოწვევის პირისპირ დგას – სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ 2005 წლიდან რეალური წარმოება საქართველოში 20%–ით შემცირდა, ნათესი ფართობი 43%–ით შემცირდა, ხოლო საშუალო წარმოებამ ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით იკლო. სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მშპ–ში მისი წილის, წმინდა სავალუტო შემოსავლების, დასაქმებისა და სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით, თუმცა, მისი როლი თანდათანობით იკლებს. სოფლის მაცხოვრებელთა უმრავლესობისთვის სოფლის მეურნეობა შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყაროა სწორედ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული მთელი სამუშაო ძალის 50%.  მათი 95% მცირე მეწარმეები არიან (თითოეულ ოჯახზე +/- 1.2 ჰექტარი და 2 ძროხა), ასე რომ, მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ძალზე მწირია. ქვეყანაში არსებული სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ვერ მოხერხდა ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზება. ფერმერულ ორგანიზაციათა რაოდენობა ძალზე მცირეა, ასე რომ მათი უმრავლესობა ვერც მასშტაბზე ორგიენტირებული ეკონომიკის უპირატესობით  სარგებლობს და ვერც იმპორიორებს უწევს კონკურენციას.  ქვეყანა დიდწილადაა დამოკიდებული უცხოეთიდან იპორტზე (მაგ. 2010 წელს მოხმარებული ხორბლის 85% იმპორტირებული იყო). სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული სხვა პრობლემები შემდეგია: ძირითადი კაპიტალური დაბანდებების ნაკლებობა, რუსული ემბარგო ქართულ პროდუქციაზე, მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი, ნაკლებად ხელმისაწვდომი სასოფლო–სამეურნეო კრედიტიდები (ამ სექტორში არსებული კრედიტების მოცულობა  კრედიტების საერთო მაჩვენებლის 1%–ია), სასოფლო–სამეურნეო სექტორში კვლევა–განათლება–გავრცელების სისტემის არარსებობა, არასათანადოდ მოქმედი მიწის ბაზარი, ირიგაციის სისტემისა და სხვა ინფრასტრუქტურის ცუდი მდგომარება და ფართოდ გავრცელებული ცხოველთა დაავადებები.

ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქარველოს მნიშვნელოვანი სასოფლო–სამეურნეო პოტენციალი აქვს. გათვლები ადასტურებს, რომ შესაძლებელი დღევანდელი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ფერმერული და აგროინდუსტრიული წარმოების ხუთჯერ გაზრდა. განვითარებული სოფლის მეურნეობა შეიძლება გადაიქცეს იმ ძრავად, რომელიც ბიძგს მისცემს ეკონომიკურ  ზრდას და ინფლაციის შემცირებას (წარმოების ზრდის ხარჯზე). სოფლის მეურნეობის განვითარებას ძალზე დადებითი სოციალური შედეგებიც მოყვება. ამდენად, ამ სექტორის შემდგომი განვითარება სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია როგორც ქვეყნის უსაფრთხოების, ისე სტაბილურობისთვის.

ევროკავშირის მიერ გაწეული მიმდინარე დახმარება სასოფლო სამეურნეო სექტორში

ევროკავშირი საქართველოს სასოფლო–სამეურნეო სექტორს 90–იანი წლებიდან უწევს დახმარებას. თავდაპირველად ეს დახმარება სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამის საშუალებით ხორციელდებოდა, რაც უშუალოდ საბიუჯეტო დახმარებას გულისხმობდა, ხოლო ბოლო ხანებში დახმარება საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების საშუალებით ხდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროკომისიამ (ევროკავშირის წევრი ქვეყნების აღმასრულებელმა ორგანომ) ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სულ მცირე 13 საშუალო სასოფლო–სამეურნეო პროექტი დააფინანსა (€23 მლნ), რომელთა ნაწილი განაპირა ადგილებში მცხოვრები ღარიბი ფერმერების დახმარებასა და მათ მიერ ფერმერული ორგანიზაციების შესაქმნაზე იყო ორიენტირებული, ხოლო დანარჩენი – 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთათვის სასოფლო–სამეურნეო და სასიცოცხლოდ აუცილებელი  საშუალებებით დახმარების პროგრამას მოხმარდა.

ევროკავშირი ასევე, მნიშვნელოვან სასიცოცხლოდ აუცილებელი  საშუალებებით დახმარების უწევს 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგნანიზაციისა (FAO) და ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით, როგორიცაა World Vision, რომლის მიზანია სასოფლო რეგიონებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების დახმარება.

დღეისათვის ევროკავშირი დახმარებას უწევს საქართველოს რეგიონულ განვითარებაში (სექტორული პოლიტიკის დახმარების პროგრამა, €19 მლნ), რეგიონებს შორის განსხვავებების აღმოფხვრასა და ეკონომიკური განვითარების სტიმულირებაში. რეგიონული განვითარების სტრატეგიების დიდ ნაწილს ძლიერი სასოფლო–სამეურნეო კომპონენტი ახლავს.

სამომავლო გეგმები: სოფლის მეურნეობის სფეროზე ორიენტირებული სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა
2012 წლის ბოლოს ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერეს ევროპის სამეზობლო პროგრამას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD), რომელიც ევროკავშირის მიერ 40 მილიონი ევროთი დაფინანსდა. პროგრამა დაიწყო 2013 წელს. 2014 წლის ივლისში ENPARD-ისათვის გამოიყო კიდევ 12 მილიონი ევრო დამატებით ქმედებებისათვის. პროგრამა ENPARD-ის ზოგადი მიზანია საქართველოში საკვები პროდუქციის წარმოების გაზრდა და სოფლად სიღარიბის შემცირება. პროგრამის კონკრეტული მიზანია ეროვნული სექტორული სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა და მცირე ფერმერთა ორგანიზაციების განმტკიცება.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
http://www.enpard.ge
https://www.facebook.com/EnpardGeorgia

ENPARD-ი იმ 4 ძირითადი მიზნის მიღწევას ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სტრატეგიითაა განსაზღვრული, ესენია:

(1) მცირე მეწარმეთა შორის უფრო მტკიცე თანამშრომლობა, ფერმერთა ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ კანონმდებლობის შემუშავებისა და მიღების ჩათვლით; სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ ფერმერთა კოოპერატიული მეურნეობების პოპულარიზაციის კამპანიის ჩატარება და ახლადშექმნილი მცირე ფერმერული ორგანიზაციების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება, ტექნიკური დახმარებისა და სასოფლო–სამეურნეო ინვენტარის, მცირე ინფრასტრუქტურისა და ტექსაშუალებების ჩათვლით, იმ მიზნით, რომ მოხდეს პროდუქციის ზრდა, მოხდეს მოცულობიდან სარგებლის მიღება და გაადვილდეს ბაზრებზე გასვლა (მაგ. გაუმჯობესებული სათესლე მასალა, ტექნიკა, საწყობები და ა.შ.). ENPARD-ს ამჟამად ჰყავს 15 პარტნიორი ორგანიზაცია, რომლებიც მთელ საქართველოში მუშაობენ კოოპერატივების შექმნაში მცირე ფერმერული მეურნეობების მხარდასაჭერად და მათთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის მიზნით.

(2) ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომი მომსახურების გაწევა სასოფლო სამეურნეო მომსახურების ქსელის შექმნისა და ფერმერული ორგანიზაციების პოტენციალის გაზრდის გზით. ENPARD-ის მხარდაჭერის მეშვეობით საქართველოს ყველა რაიონში დაარსდა საკონსულტაციო სამსახურები, სადაც მუშაობს დაახლოებით 350 ექპერტი; ისინი ფერმერებს  გაუმჯობესებული სასაოფლო-სამეურნეო პრაქტიკის თაობაზე კონსულტაციებს უწევენ.

(3) გეოგრაფიული დასეხელებების რეგულირება და დახვეწა გეოგრაფიული დასახელებების თვითრეგულირების სამსახურებისა და ლიცენზირების მოთხოვნების დაწესების საშუალებით.
 
(4) სოფლის მეურნეობაში დასაქმებული დაწესებულებების უკეთ ფუნქციონირება, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე ტრენინგსა და პოტენციალის გაზრდაზე ორიენტირებული სამსახურის/აკადემიის შექმნა. ახალი სასოფლო–სამეურნეო აღწერის ჩატარება, სასოფლო–სამეურნეო კვლევების მეთოდოლოგიის დახვეწა და სასოფლო–სამეურნეო აკადემიური დაწესებულებების პოტენციალის გაზრდაზე მიმართული ღონისძიებების განხორციელება.  

სასურსათო უსაფრთხოება

იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანმხების დადება, საჭიროა მოხდეს მნიშვნლოვანი გაუმჯობესება სასურსათო უსაფრთხოების და ფიტოსანიტარულ და სანიტარულ სფეროში, ფიტოსანიტარულ და სანიტარულ სისტემებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ამ სფეროში პოლიტიკისა და კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ მიზნით ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვან ტექნიკურ დახმარებასა და პოტენციალის გაზრდაზე მიმართულ დახმარებას უწევს  სხვადასხვა ინიციატივების საშუალებით, მათ შორისაა:

ყოვლისმომცველი ინსტიტუციური მშენებლობის პროგრამა (ევროკავშირის დაფინანსება €2.7 მლნ), რომელიც  2012 წლის განმავლობაში დაემხარება სურსათის ეროვნულ სამსახურს, გააუმჯობესოს მისი საქმიანობა. დაძმობილების (Twining) მიმდინარე პროექტი დახმარებას უწევს შემოსავლების სამსახურს (1 მლნ ევრო) საზღვრებზე სასურსათო უსაფრთხოების დაცვას. სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის საშუალებით ევროკავშირი ეხმარება საქართველოს ცხოველთა დაავადების თურქულის კონტროლში, ასევე ტაიექსის და ტექნიკური დახმარების სხვადასხვა პროექტები, რომელიც გამუდმებით ხორციელდება, საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების მექანიზმის გაუმჯობესებაში ეხმარება.

 

 

Back to მიმოხილვა