ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის

პრესისა და ინფორმაციის სამსახური ჟურნალისტებისთვის ევროკავშირის და მისი პრიორიტეტების უკეთ გასაცნობად ახორციელებს სხვადახხვა საინფორმაციო და საკომუნიკაციო საქმიანობებს. ეს საქმიანობები მოიცავს წარმომადგენლობის ვებ-გვერდს, პუბლიკაციებსა და ბროშურებს, აუდიო-ვიზუალურ პროდუქციას და მრავალ ღონისძიებას, რაც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს მეტი შეიმეცნონ ევროკავშირის და ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობების შესახებ.

პრესისა და ინფორმაციის სამსახური აწყობს პრესკონფერენციებს, სემინარებს და პრეს-ბრიფინგებს, ინტერვიუებს ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, უშვებს პრესრელიზებს ევროკავშიროს საქმიანობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე. ასევე, ორგანიზებას უკეთებს პრესის წარმომადგენლების ვიზიტებს ევროკავშირის ინსტიტუტებში. წარმომადგენლობას ასევე გააჩნია ევროკავშირის პუბიკაციების პატარა ბიბლიოთეკა. დამატებითი ინფორმაციისთვის და შეკითხვებისთვის დაუკავშირდით პრესისა და ინფორმაციის სამსახურის თანამშრომლებს შემდეგ მისამართზე: Delegation-Georgia@eeas.europa.eu