ევროკავშირი ხელს უწყობს თვითმმართველობის განვიათრებას საქართველოს რეგიონებში A (18/05/2010)

2010 წლის 2 ივნისს, ოზურგეთს ეწვევა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელჩი პერ ეკლუნდი. ვიზიტის ფარგლებში ელჩი მოინახულებს, გურიაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს.

2009 წლიდან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,თვითმმართველობის განვიათრების ხელშეწყობა საქართველოში”. პროექტის ძირითადი მიზანია მოსახლეობასა და თვითმმართველ ერთეულებს შორის თანამშრომლობის გაზრდის გზით (ჩართულობის გაზრდა), თვითმმართველობის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის ამაღლება. პროექტის ფარგლებში საქართველოს 4 რეგიონში, შეირჩა და ტრენინგი გაიარა 151 ლიდერმა, მათ შორის 37 იყო გურიის რეგიონიდან.

ბატონი ეკლუნდი შეხვდება შერჩეულ ლიდერებს და პირადად გადასცემს ტრენინგების გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატებს.

სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიას ასევე დაესწრებიან გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და რეგიონული მედიის წარმომადგენლები.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

  • სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
    გურანდა რომანაძე 
    guranda@civilin.org
  • ევროკავშირის წარმომადგენლობა:
    ოლივერ რაისნერი,
    პროექტის მენეჯერი 
    Oliver.Reisner@ec.europa.eu