ევროკომისიის ინსტრუმენტი სტაბილურობისათვის - ბროშურა (18/11/2009)

2007 წელს პროგრამის «ინსტრუმენტი სტაბილურობისათვის» დაწყებით ევროკავშირმა მნიშვნელოვნად გაააქტიურა მუშაობა კრიზისზე რეაგირების, კონფლიქტის პრევენციის, კრიზისის მართვისა და მშვიდობის მშენებლობის სფეროებში. ამ პროგრამით ევროკავშირმა შეძლო, გაეძლიერებინა რეაგირება მესამე ქვეყნებში მომხდარ ბუნებრივ კატასტროფებსა თუ პოლიტიკურ კრიზისებზე. დღეისათვის სტაბილურობის ინსტრუმენტის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს სარგებლობა მოაქვს 28 ქვეყნისთვის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.
საქართველო სტაბილურობის ინსტრუმენტის დაფინანსებით 2008 წლიდან სარგებლობს. 2008 წლის ომის შემდეგ ევროკომისიის სწრაფი რეაგირება ადგილნაცვალი პირებისათვის დახმარების გაწევაში გამოიხატა. დაფინანსდა 18 მილიონი ევროს მოცულობის პროექტები; უზრუნველყოფილი იქნა თავშესაფრები და დროებითი საცხოვრებელი; შემუშავდა პროგრამები იმ ადამიანების დაბრუნების და ადგილობრივ თემებში რეინტეგრირების ხელშესაწყობად, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, მიეტოვებინათ საკუთარი სახლები.
2009 წლის განმავლობაში ევროკავშირი, 14 მილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტით, საკითხების საკმაოდ ფართო სპექტრზე მუშაობს, რომელთა შორისაა ადგილნაცვალი პირებში ნდობის აღდგენა და უსაფრთხოების განცდის გაძლიერება, მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია ადგილობრივ თემებში. გარდა ამისა, შემუშავდა პროექტები საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად. ეს პროექტები ხელს შეუწყობს მედიის განვითარებას და პლურალისტული, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიაგარემოს გაძლიერებას.
ზემოაღნიშნული პროექტების განხორციელებაში უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ასრულებს. არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიული ასოციაციები, კვლევითი ინსტიტუტები და ფონდები ატარებენ ტრენინგებს, რომლებიც ხელს უწყობს ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას. ამ საქმიანობის ხელშეწყობა მცირე გრანტების გამოყოფით ხდება. შეიქმნება კულტურული ცენტრები, რომლებიც ახალგაზრდების საქმიანობის კოორდინირების ცენტრებად იქცევა საქართველოს ცხრავე რეგიონში.

ინსტრუმენტისტაბილურობისთვისფაქტებიდაციფრები

ინსტრუმენტისტაბილურობისათვის
2007-2013 – წელიწადში საშუალოდ 185 მილიონი ევრო კრიზისზე რეაგირებისათვის
2008 წელი – 129 მილიონი ევრო
2007 წელი – 93 მილიონი ევრო

ინსტრუმენტისტაბილურობისათვისსაქართველოში

2009 წელი – 14 მილიონი ევრო
2008 წელი – 18 მილიონი ევრო

2009 წლის სექტემბერ-ნოემბერში 23 ახალი პროექტი დაიწყო, რომლებიც 18 თვის განმავლობაში განხორციელდება. ეს პროექტები ფოკუსირებულია ოთხ ძირითად სექტორზე:

1. ადამიანთაშორისნდობისაღდგენის, უშუალოკონტაქტისდამყარებისხელშეწყობასაქართველოში, მათშორისსამხრეთოსეთსადააფხაზეთში;
2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის სოციალური შედეგების მოგვარება მნიშვნელოვანი ამოცანაა, ვინაიდან ეს დაძაბულობის განახლების რისკს ამცირებს. აქედან გამომდინარე, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაში ნდობის აღდგენისა და გამყარების ხელშეწყობას. საშუამავლო აქტივობები და ინფორმირების დონის ამაღლება ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც კონფლიქტსა და დაძაბულობას ეხება, ის აუცილებელი ინიციატივებია, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის გაგრძელება.
სადაც შესაძლებელი იქნება, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ კონფლიქტის ორივე მხარეს შორის დიალოგის წარმართვას, კვლევისა და ანალიზის ჩატარებას და ასევე, ინფორმირების დონის ამაღლებას მედიისა და დებატების მეშვეობით.
სამიზნეჯგუფი: კონფლიქტით დაზარალებული ადამიანები, იძულებით გადაადგილებული პირების ჩათვლით, მოსახლეობა და სამოქალაქო საზოგადოება კონფლიქტის ორივე მხარეს, მათ შორის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში.

ამ კომპონენტის ფარგლებში 4 პროექტი განხორციელდება

დიალოგისხელშეწყობა

ევროკავშირის დაფინანსება

განმახორციელებელი: International Alert

მიზანი:
პროექტი მიზნად ისახავს ნდობის აღდგენას 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს შორის ეკონომიკის ხელშეწყობის ინიციატივების მეშვეობით. პროექტის მიზანია ასევე, გაფართოვდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ის წრე, რომელიც მუშაობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობაზე.

თემის ლიდერებს ჩაუტარდებათ ფსიქო-სოციალური ტრენინგები. პროექტი ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების დამყარებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცირე ბიზნესებსა/შინამეურნეობებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მეშვებით.

€ 505.000

 

 

 

 


დიალოგისგამართვადასასწავლოვიზიტებიქართულ-აფხაზურიდაქართულ-ოსურიკონფლიქტებისტრანსფორმირებისათვის

ევროკავშირის დაფინანსება

განმახორციელებელი: Stichting Samenwerkingsverband IKV-Pax Christi

მიზანი:
ეს პროექტი ხელს შეუწყობს კონფლიქტების დეესკალაციას და დიალოგის დაწყებას, რომელშიც წამყვან როლს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეასრულებენ, განსაკუთრებით, სეპარატისტული რეგიონების შესახებ ფართო საჯარო დებატებში მონაწილეობით. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნება ქსელი სოციალური დიალოგისთვის იმ პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ეხება. აქტივობები: 8 ორმხრივი ვიზიტი მოლდოვაში/დნესტრისპირეთში შესწავლის/დიალოგის გამართვისთვის 4 ქართულ-აფხაზური და 4 ქართულ-ოსური ჯგუფების მონაწილეობით; საჯარო შეხვედრები და ფართო მოცვა რადიო და სატელევიზიო ინტერვიუების, ნაშრომებისა და საგაზეთო სტატიების მეშვეობით.  

€ 380.000

 

 

 

 


პირობებისშექმნაკონფლიქტისეფექტიანიპრევენციისადატრანსფორმაციისთვის 2008 წლისკრიზისისშემდეგ

ევროკავშირის დაფინანსება

განმახორციელებელი: International Institute for Strategic Studies (IISS) (სტრატეგიულ კვლევათა საერთაშორისო ინსტიტუტი)

მიზანი:
ამ პროქტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართულ-რუსულ დიალოგს იმ ახალი პოლიტიკური, უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ეკონომიკური პრობლემების გადალახვის გზების შესახებ, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად წარმოიშვა. დიალოგის ეს პროცესი დამატებითი აქტივობა იქნება იმ ოფიციალური შეხვედრებისა, რომლებზეც საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოსაზრებების ურთიერთგაცვლა ხდება (როგორიცაა ჟენევის დისკუსიები და სხვა ფორუმები) და ხელს შეუწყობს დიალოგს ორივე მხარის ექსპერტებს, აკადემიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებს შორის.

€ 450.000

 

 

 

 


ქართულ-რუსულიდიალოგიაგვისტოსომისშემდეგწარმოქმნილიგამოწვევებისშესახებ

ევროკავშირის დაფინანსება

განმახორციელებელი: Saferworld

მიზანი: ქართული, აფხაზური და (შედარებით ნაკლები მასშტაბით) ოსური თემების ჩართვა კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებაში, მათი ინფორმირების დონის ამაღლება და მათ შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობა.

€ 1.065 000

 

 

2. დემოკრატიზაციისხელშეწყობასაქართველოში;
ევროკავშირი და საქართველოს ხელისუფლება თანხმდებიან, რომ საჭიროა დემოკრატიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების გატარება. პროექტებს, რომლებიც აძლიერებს დემოკრატიას, მათ შორის, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, პოლიტიკურ პლურალიზმსა და დამოუკიდებელ მედიას ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ასეთი ღონისძიებები გაზრდის ხელისუფლებისა და საზოგადოების შესაძლებლობებს, დაძლიონ კონფლიქტის შედეგები და აქედან გამომდინარე, დააჩქარებს პოსტ-კონფლიქტური სიტუაციის სტაბილიზაციას. ამ კოტექსტში ევროკავშირს მნიშვნელოვნად მიაჩნია, დაადასტუროს თავისი მხარდაჭერა საარჩევნო კოდექსის რეფორმირების პროცესისადმი. პროექტები ასევე გააძლიერებს მედიის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და ფოკუსირებული იქნება პოლიტიკურ პლურალიზმისა და სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის დიალოგის ხლშეწყობაზე.
ამ კომპონენტის ფარგლებში 5 პროექტი დაფინანსდა:

მედიისგაძლიერებისპროგრამასაქართველოსთვის

ევროკავშირის დაფინანსება

განმახორციელებელი: Associtation Mondiale des Journaux A.MJ./World Association of Newspapers W.A.N. (პრესის მსოფლიო ასოციაცია)

მიზანი:
პროექტი ხელს შეუწყობს ნებისმიერი სიდიდის მედიას, გახდეს ინფორმაციის უკეთესი მიმწოდებელი და მოამზადოს მაღალხარისხიანი და სათანადო ახალი ამბები. პროგრამა ფოკუსირებული იქნება ახალი მედიის შექმნაზეც და გამოყოფს გრანტებს ინოვაციური პროექტებისათვის, რომლებსაც მედიაორგანიზაციები წარადგენენ. დაბოლოს, პროგრამა გააძლიერებს მედიაასოციაციებს საქართველოში უფრო პლურალისტული საინფორმაციო გარემოს შესაქმნელად.

€ 700.000

 

 

 

 


ტრენინგიპოლიტიკურიპარტიებისაქტივისტებისადამათიახალგაზრდულიორგანიზაციებისთვისსაქართველოში

ევროკავშირის დაფინანსება

განმახორციელებელი: Friedrich-Naumann-Stifstung fur Diefreiheit (ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი)

ამოცანა:
პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული მრავალპარტიული სისტემის არსებობას და შესაძლებლობას შეუქმნის პარტიებს, სამართლიანი პოლიტიკური კონკურენცია გაუწიონ ოპონენტებს ორმხრივი პატივისცემის საფუძველზე. პროექტის მთავარი მიზნებია პარტიების შესაძლებლობების გაძლიერება, შეიმუშავონ პოლიტიკური პროგრამები; შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებასა და პოლიტიკური კამპანიის წარმართვისა და არჩევნების მონიტორინგის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში ხელშეწყობა.

€ 313.000

 

 

 

 


ხალხთამანიფესტი – მონაწილეობითიდემოკრატიაარნიშნავსმხოლოდარჩევას, არამედუზრუნველყოფასიმისა, რომარჩეულებმაიზრუნონხალხისმძიმემდგომარეობისგამოსწორებაზე

ევროკავშირის დაფინანსება

განმახორციელებელი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მიზანი:
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების მონაწილეობითი პროცესის დამკვიდრების მეშვეობით. პროექტი ფოკუსირებულია ადგილობრივი ხელისუფლებისა და არჩევნებში მონაწილე კანდიდატების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაფართოების გზით. ძირითადი აქტივობები მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონიტორინგს; ყოველთვიურ საინფორმაციო პრესკონფერენციების გამართვას მონიტორინგის შედეგების გასაშუქებლად; საარჩევნო სუბიექტებსა და ადგილობრივ მოქალაქეებს შორის დიალოგის დამყარებას.

€ 688.000

 

 

 

 


დიალოგისხელშეწყობადაშესაძლებლობისგაძლიერებაეფექტიანიეროვნულისაარჩევნოპროცესებისათვის

ევროკავშირის დაფინანსება

განმახორციელებელი: გაერო-ს განვითარების პროგრამა UNDP

მიზანი:
პროექტი ფოკუსირებული იქნება საარჩევნო საკანონმდებლო ბაზის გაძლიერებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის ამაღლებაზე. დაბოლოს, პროექტი ხელს შეუწყობს საინფორმაციო აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს დაინტერესებული მხარეების, მათ შორის მედიის, სასამართლოების, სამოქალაქო საზოგადოების და ფართო საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლებას.

€ 960.000

 

 

 

 


მედიისროგორცმაკონტროლებელიინსტიტუტისროლისგაძლიერებასაქართველოში

ევროკავშირის დაფინანსება

განმახორციელებელი: ევრაზია-საქართველოს თანამშრომლობის ფონდი,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია.

მიზანი:
პროექტი მიზნად ისახავს საგამოძიებო ჟურნალისტიკაში ქართული მედიის შესაძლებლობების და ქართული მედიის როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის გაძლიერებას მაღალხარისხიანი, პროფესიული და დამოუკიდებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მეშვეობით. პროექტი ხელს შეუწყობს საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხარისხისა და მოცულობის ზრდას საქართველოს ეროვნულ და რეგიონულ მედიაში, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ფუნქციის გაძლიერებას და ჟურნალისტთა უფლებების დაცვას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მეშვეობით.

€ 529.000

 

 

 

 

3. იძულებითგადაადგილებულპირთასოციალურ-ეკონომიკურიინტეგრაციისხელშეწყობა;
ეს კომპონენტი ეხება იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების გაწევის საჭიროებას, განსაკუთრებით ადგილობრივი თემებისა და სამოქალაქო საზოგადოების დონეზე, რათა გამყარდეს საცხოვრებლით ხელშეწყობა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ თავშესაფრით დახმარება შეიძლება ეფექტიანი იყოს მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ და სათემო მხარდაჭერის ინიციატივებთან ერთად. ეს პროექტები ხელს შეუწყობს იმ რეგიონებისა და რაიონების ადგილობრივ განვითარებას, სადაც ძველი და ახალი კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ და უზრუნველყოფს ამ პირების ინტეგრირებას მასპინძელ თემებში. ამ პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების სრულფასოვანი ჩართვა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება ამ პროექტების განხორციელებაში.
კონფლიქტით დაზარალებულ ხალხს ჩაუტარდება ტრენინგები, რომლებიც გამიზნულია პროექტების შემუშავებისა და მართვის უნარ-ჩვევების განვითარებაზე; ხელი შეეწყობა მოსახლეობის უფრო ფართო მონაწილეობას პოლიტიკურ დიალოგში; მხარი დაეჭირება დამოუკიდებელი, პლურალისტული და პროფესიული მედიის განვითარებას.

ამ კომპონენტის ფარგლებში 6 პროექტი დაფინანსდა

იძულებითგადაადგილებულპირთაინტეგრაციისხელშეწყობაქვემოქართლისრეგიონში

ევროკავშირის დაფინანსება

განმახორციელებელი: Action Against Hunger (ACF) (მოქმედება შიმშილის დასაძლევად)

მიზანი:
პროგრამა მიზნად ისახავს, გააძლიეროს სოციალური ინტეგრაცია ქვემო ქართლის რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური დახმარების გზით. 3,000 იძულებით გადაადგილებულ პირსა (როგორც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის, ასევე წინა კონფლიქტების შედეგად) და მასპინძელი თემის 20,000 წევრს გაეწევათ დახმარება კოდაში, შაუმიანში, ხიხათში, ქვემო ბოლნისსა და რუსთავში. პროგრამა უზრუნველყოფს გრანტებს სასოფლო-სამეურნეო პროექტების დასაფინანსებლად; დაეხმარება თემებს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება-რეაბილიტაციაში. პროექტი ითვალისწინებს სამი სათემო ცენტრის აშენებას (კოდაში, შაუმიანსა და რუსთავში), სადაც განხორციელდება პროფესიული განათლების და ახალგაზრდული პროგრამები და ჩატარდება სათემო ტრენინგები; ასევე, ითვალისწინებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დახმარებას იძულებით გადაადგილებული პირების საკითხებზე უფრო ეფექტიანი მუშაობის განხორციელებაში.

€ 1 მილიონი

 

 

 

 


იძულებითგადაადგილებულპირთადამათიმასპინძელითემებისსოციალურ-ეკონომიკურიინტეგრაციისხელშეწყობააქტიურდიალოგსადაგადაწყვეტილებისმიღებისპროცესშიმათიჩართვისმეშვეობით

ევროკავშირის დაფინანსება

განმახორციელებელი: Oxfam

მიზანი:
პროექტი ხელს შეუწყობს სამეგრელოს, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მცხოვრები 35,000-მდე იძულებით გადაადგილებული პირის ინტეგრირებას ადგილობრივ თემებში საინფორმაციო აქტივობებისა და ტრენინგების მხარდაჭერის გზით. პროექტი ითვალისწინებს ინფორმირების დონის ამაღლებას სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებების შესახებ, რაც შესაძლებლობას მისცემს ხალხს, ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და მოითხოვოს ანგარიშვალდებულება ინსტიტუტებისგან. პროექტის დასრულებისას 100 ახალგაზრდას შეძენილი ექნება ლიდერის უნარ-ჩვევები; 100 ქალს ექნება მცირე ბიზნესის მართვის შესაძლებლობა; ჯანდაცვის სფეროს 100 მუშაკი უკეთ იქნება გათვითცნობიერებული იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში და შეძლებს მათზე ადეკვატურ რეაგირებას.

€ 1 მილიონი

 

 



იძულებითგადაადგილებულპირთასოციალურ-ეკონომიკურიინტეგრაციისხელშეწყობაზუგდიდისრაიონში

ევროკავშირის დაფინანსება

განმახორციელებელი: Clovek V Tinsi Ops

მიზანი:
ეს პროექტი ითვალისწინებს ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობას პროფესიული სოციალური მომსახურების განვითარებაში. იგი ასევე აამაღლებს მოსახლეობის ინფორმირების დონეს იმ მიკრო-გრანტებისა და მიკრო-პროექტების დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებული მომსახურებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც განკუთვნილია ზუგდიდის რაიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისათვის.

თბილისის უნივერსიტეტის ახლადშექმნილი სოციალური საქმის დეპარტამენტის სტუდენტები, საჯარო ექსპერტები და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ ამ პროექტის განხორციელებაში.

€ 500.000

 

 

 

 


იძულებითგადაადგილებულპირთასოციალურ-ეკონომიკურიინტეგრაციისხელშეწყობასამეგრელო-ზემოსვანეთისრეგიონში

ევროკავშირის დაფინანსება

განმახორციელებელი: Deutscher Volkshochschul-Verband EV

მიზანი:
ინტეგრაციის და სოციალური თანხმობის ხელშეწყობა სამიზნე თემებში და იძულებით გადაადგილებული პირებისა და მასპინძელი თემების წარმომადგენლების უფლებამოსილების გაძლიერება, მათ შორის, პოლიტიკური დიალოგისა და კომუნიკაციის გაუმჯობესება იძულებით გადაადგილებული პირების საკითხებით დაინტერესებულ მხარეებსა და ადგილობრივ/რეგიონულ/ეროვნულ ხელისუფლებას შორის, რაც გაზრდის ინფორმირების დონეს იძულებით გადაადგილებული პირების საკითხებზე და ხელს შეუწყობს მმართველობის გაუმჯობესებას.

€ 1 მილიონი

 

 

 

 


იძულებითგადაადგილებულიპირების, მასპინძელითემებისწარმომადგენლებისადადაბრუნებულიპირებისსტაბილიზაციათემში

ევროკავშირის დაფინანსება

განმახორციელებელი: Dansk Flygtningehjaelp

მიზანი:
პროექტი ხელს შეუწყობს სოციალურ და ეკონომიკურ სტაბილურობას გალის რეგიონში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლში იძულებით გადაადგილებულთა, დაბრუნებული პირების და დაუცველი ადგილობრივი მოსახლეობის თემებში.  პროექტი მოიცავს 35 თემს და ამ პროექტით სარგებლობას 28.000-მდე ადამიანი მიიღებს.

€ 2 მილიონი

 

 

 


სათემოცენტრებისაქართველოსკონფლიქტითდაზარალებულითემებისათვისსაქართველოში

ევროკავშირის დაფინანსება

განმახორციელებელი: Stichting Save the Children Netherland (ფონდი გადავარჩინოთ ბავშვები - ჰოლანდია)

მიზანი:
პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს ადგილნაცვალი მოსახლეობის ინტეგრაციას და მათ დარწმუნებას საკუთარ შესაძლებლობებში. პროექტი ითვალისწინებს 5 სათემო ცენტრის შექმნას 2011 წლის თებერვლის ბოლომდე. ცენტრებში ჩატარდება კულტურული და დასვენების ღონისძიებები. რაც მთავარია, ეს ცენტრები იქნება საერთო სივრცე, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები და გადაწყვეტილების მიმღებები მიიღებენ ინფორმაციას და გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებსა და გამოცდილებას. ამ ტიპის მონაწილეობითი პროცესის მეშვეობით პროექტი შესაძლებელს გახდის, განისაზღვროს ამ თემების პრობლემები და პრიორიტეტები და მოიძებნოს გადაჭრის შესაძლო გზები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ახალგაზრდებსა და ოჯახებს. ყოველი სათემო ცენტრი მოემსახურება 3,400-მდე ადგილნაცვალ პირსა და ადგილობრივ მოსახლეს. ამ პროექტისგან სარგებლობას 17,000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი და ადგილობრივი მოსახლე მიიღებს. სამიზნე ადგილებია ზუგდიდი, ფოთი, გარდაბანი, წყალტუბო და გალი.

€ 1 მილიონი

 

 

 

 

 

4. სამოქალაქოსაზოგადოებისრესურსისშექმნადასოციალურისახლებიაფხაზეთში
სამოქალაქო საზოგადოების ძალიან აქტიურ და კარგად მომზადებულ წევრებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ რეაბილიტაციისა თუ განვითარების ნებისმიერი იმ პროგრამის განხორციელებისა და გაგრძელებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებული ხალხის დახმარებას. ეს პროექტები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადგილობრივი ადმინისტრაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მომზადებაში, რომ შეძლონ ადგილობრივი დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხებზე მუშაობა. ადგილობრივი განვითარების საკითხების მოგვარება ხალხის დონეზე დაიწყება. დიალოგის პროცესის დამყარებაში წამყვან როლს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და მოსახლეობა შეასრულებენ, რომლებიც იმუშავებენ თემის დონეზე არსებული საჭიროებების მოგვარებაზე, დააჩქარებენ შერიგებას და ხელს შეუწყობენ რეკონსტრუქციის ღონისძიებებს.

ამ კომპონენტის ფარგლებში 8 პროექტი ფინანსდება

სათემოდახმარებაბავშვებისადაახალგაზრდებისათვისაფხაზეთში

ევროკავშირის დაფინანსება

განმახორციელებელი: გაერო-სბავშვთაფონდი
მიზანი:
პროექტი გააძლიერებს ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარებას კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში ბავშვებისთვის დაცვის ცენტრებისა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, აფხაზეთის სასოფლო რაიონებში მცხოვრები ქალებისა და ბავშვებისათვის პირველადი სამედიცინო მომსახურების ხარისხისა ამაღლებისა და ხელმისაწვდომობის გაფართოების გზით.

€ 1 მილიონი

 

 


ახალგაზრდებისროლიაფხაზეთშისამოქალაქოსაზოგადოებისმშენებლობაში

ევროკავშირის დაფინანსება

განმახორციელებელი: ფონდისამოქალაქოსაზოგადოებისგანვითარებისცენტრი(CivilSocietyDevelopmentCenter  Foundation)

მიზანი:
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს აფხაზეთის ახალგაზრდობას, დაიკავოს აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია; ამისათვის პროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებების, ლიდერობის და კონფლიქტის პრევენციის საკითხებზე საგანმანათლებლო კურსების ციკლის ჩატარებას აღმოსავლეთ და დასავლეთ აფხაზეთში.

€ 50.000

 

 

 


ახალგაზრდებისსამოქალაქომონაწილეობა

ევროკავშირის დაფინანსება

განმახორციელებელი: სოხუმისახალგაზრდობისსახლისფონდი

მიზანი:
შეიქმნას სამოქალაქო აქტივობისა და სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრი სოხუმის ახალგაზრდობის სახლის ბაზაზე, რათა გაიზარდოს რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში ახალგაზრდების მონაწილეობა.

€ 80.000

 

 


აფხაზეთშიადამიანისუფლებათადაცვისადასამართლიანიმართლმსაჯულებისხელმისაწვდომობისსფეროშისაერთაშორისოსტანდარტებისდამკვიდრებისხელშეწყობა

ევროკავშირის დაფინანსება

განმახორციელებელი: სამოქალაქოინიციატივისადამომავლისადამიანისფონდი (Foundation Civic Initiative and Human Being of the Future)

მიზანი:
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის სფროში სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციის უზრუნველყოფისა და ადამიანის უფლებათა სფეროში იურიდიული და საგანმანათლებლო აქტივობების ჩატარების გზით.

€ 50.000

 

 

 


ბიზნესისმართვაშითანამედროვეტექნოლოგიებისგამოყენებაზეტრენინგისორგანიზებაქალებისთვის (გალი, სოხუმი, გაგრა)

ევროკავშირის დაფინანსება

განმახორციელებელი: აფხაზეთისსაქმიანქალთაკავშირი

მიზანი:
პროექტი მიზნად ისახავს ქალთა უმუშევრობისა და სიღარიბის დონის შემცირებას მეწარმე ქალებისათვის დამხმარე მომსახურების შექმნის ხელშეწყობის გზით.

€ 50.000

 

 


სამართლებრივიდასტაბილურითემი

ევროკავშირის დაფინანსება

განმახორციელებელი: მსოფლიოძალადობისგარეშე/ ზურაბაჩბასფონდი

მიზანი:
პროექტი მიზნად ისახავს იმ ადამიანთა რიცხვი გაზრდას აფხაზეთში, რომლებიც იზიარებენ მულტიკულტურულ ფასეულობებს, დიალოგის და არაძალადობის და გენდერული თანასწორობის პრინციპებს ტრენინგების, კონსულტაციების, გამოფენების, სასწავლო ტურებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობის მეშვეობით.

€ 70.000

 

 

 


ინფორმაციისგაცვლისმექანიზმებისდამკვიდრება: სამოქალაქოსაზოგადოებისორგანიზაციულიგანვითარებაგალისრეგიონში

ევროკავშირის დაფინანსება

განმახორციელებელი: დემოკრატიისინსტიტუტისფონდი (Institute of Democracy Foundation)

მიზანი:
პროექტი მიზანია, გააუმჯობესოს პირობები კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში და ხელი შეუწყოს კონფლიქტის ტრანსფორმირების ღონისძიებებს; ამის მისაღწევად პროექტი ითვალისწინებს გალის რეგიონის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაფართოებას და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობის გაუმჯობესებას, აამაღლოს ინფორმირების დონე იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.

€ 50.000

 

 


აფხაზეთშიმცხოვრებიდაუცველიჯგუფებისსოციალურიდაფსიქოლოგიურიდახმარებადამათიუფლებამოსილებისგაზრდა

ევროკავშირის დაფინანსება

განმახორციელებელი: აფხაზეთისქალთაასოციაცია

მიზანი:
ეს პროექტი ფოკუსირებულია დაუცველი ჯგუფების უფლებების დაცვაზე მათი ინტერესების ადვოკატირების მეშვეობით. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს სოციალურ სფეროში საგანმანათლებლო სამუშაოს ჩატარებას და სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარების მომსახურების შექმნის ხელშეწყობას სოხუმში, ოჩამჩირესა და გალში.

€ 100.000

 

 

 

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ ვებგვერდებზე:

http://www.delgeo.ec.europa.eu/en/index.html
http://ec.europa.eu/external_relations/ifs/index_en.htm