ევროკავშირი საქართველოს ბავშვებს გენდერული თანასწორობის თემაზე ნახატების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს (11/03/2009)

”იყო და არა იყო რა, იყო გოგო და ბიჭი, მათ გარეშე სამყარო არ იარსებებდა...”

2009 წლის 8 მარტს, უკვე მესამედ, ევროკომისია მართავს ნახატების ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურს გენდერული თანასწორობის თემაზე. კონკურსი ტარდება ბელგიის პრინცესა მატილდას მფარველობით. კონკურსი სთავაზობს მთელი მსოფლიოს ბავშვებს ნახატებით გამოხატონ თავიანთი აზრი  გენდერული თანასწორობის თეაობაზე.  ევროპელი ბავშვებისაგან შემდგარი ჟიური კონკურსში მონაწილე თითოეული რეგიონიდან შეარჩევს ორ-ორ ნახატს. გამარჯვებულები მიიღებენ პრიზს, რომელიც თითოეული რეგიონისათვის 1000 ევროს ექვივალენტური იქნება.

“ქალთაუფლებებისდაცვადამათი, როგორცგადაწყვეტილებებისმიმღებებისგაძლიერებამთელმსოფლიოშიევროკავშირისმუშაობისფუნდამენტურპრინციპსწარმოადგენს. ყველგანსადაცჩვენვმუშაობთ, ვითვალისწინებთქალთაუფლებებს. ჩვენიამოცანაა, რომქალთაუფლებებსპატივსსცემდნენდაიცავდნენმთელმსოფლიოშიდაამპროცესშიბავშვებიციყვნენჩართული. ესჩართვაარისჩვენიინვესტიციამომავალში”  - განაცხადა ქ-ნმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა, ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში.

15 მაისამდე 8-დან 10 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ნახატები, რომლებიც ასახავენ მათ ხედვას გენდერული თანასწორობის შესახებ. კონკურსში მონაწილე თითოეული რეგიონიდან მთელი ევროპის წარმომადგენელი ბავშვებისაგან შემდგარი ჟიური შეარჩევს ორ-ორ ნახატს.  გამარჯვებულები მიიღებენ პრიზს, რომელიც თითოეული რეგიონისათვის 1000 ევროს ექვივალენტური იქნება.გამარჯვებულინახატები გამოქვეყნდება ბუკლეტში, რომელიც დარიგდება მონაწილე ქვეყნების სკოლებში. 2009 წლის ნოემბერში გამარჯვებული ნახატების გამოფენის გახსნა მაროკოში გაიმართება.

გენდერული თანსაწორობის ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ერთერთია “ათასწლეულის განვითარების” რვა მიზნიდან, რომელიც ევროკავშირის განვითარებისკენ მიმართული დახმარების პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ქვეკუთხედს წარმოადგენს.  2007 წელს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  ევროკავშირმა გამოაცხადა ბავშვთა ნახატების პირველი კონკურსი გენდერული თანასწორობის თემაზე, რომლის მიზანი იყო  მთელ მსოფლიოში ბავშვთა ცნობიერების ამაღლება გენდერულ საკითხებზე. მას შემდეგ ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 8-დან 10 წლამდე 60000-ზე მეტმა ბავშვმა.

კონკურსის მთავარი თარიღები:
8  მარტი 2009წ.:            კონკურსის დასაწყისი, მთელ მსოფლიოში.
15 მაისი 2009წ.:            კონკურსის დასასრული
23 ივნისი 2009წ.:           ევროპელი ბავშვების ჟიურის ნიერ გამარჯვებული სურათების შერჩევა
25 ნოემბერი 2009წ.:      ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბავშვთა ნახატების გამოფენის გახსნა მაროკოში

 

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტში:

ნახატების წარდგენის შესახებ:  www.delgeo.ec.europa.eu
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ:http:/ec.europa.eu/europeaid/what/gender/drawing-competition_en.htm
დამატებითი ინფორმაცია ევროკავშირის გენდერული პოლიტიკის  შესახებ:http://ec.europa.eu/europeaid/what/gender/

საკონტაქტო პირი:
ნიკა ყოჩიშვილი, პროექტის მენეჯერი
Nika.Kochishvili@ec.europa.eu

ნინო ღუდუშაური, პრესის და ინფორმაციის სამსახური
Nino.Gudushauri@ec.europa.eu