როგორ გავიტანოთ პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე

როგორ  გავიტანოთ  პროდუქცია  ევროკავშირის  ბაზარზე?  ინფორმაცია  რუსულ  ენაზე

ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტირების ხელშეწყობის მიზნით, 26 ნოემბერს ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურმა (Export Helpdesk) გახსნა ვებსაიტი რუსულ ენაზე http://exporthelp.europa.eu/index_en.html

ექსპორტის ხელშეწყობის სამსახური, რომელსაც შექმნილი აქვს ასეთივე ვებსაიტები ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, პორტუგალიურ, არაბულ ენებზე, მიზნად ისახავს განვითარებადი ქვეყნებიდან ევროკავშირის ბაზარზე საქონლის ექსპორტის ხელშეწყობას
და უფასოდ აწვდის ინფორმაციას ევროკავშირის ბაზარზე საქონლის გატანის მსურველს ახლა უკვე ექვს ენაზე.

ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებისთვის, სადაც ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული მოსახლეობისთვის რუსული ენა კომუნიკაციის მნიშვნელოვანი საშუალებაა. 2009 წელს ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის მონაცემთა ბანკში სამხრეთი კავკასიის ქვეყნებიდან 35 000–ზე მეტი მიმართვა დაფიქსირდა.