EU Prize for Journalism

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2014

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონის განცხადება  ევროკავშირის სახელით 2014 წლის 3 მაისის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით. pdf - 61 KB [61 KB]

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწვევს მედიას კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2014“ ოფიციალურად გამოცხადების ცერემონიაზე 6 მაისს, სამშაბათს, 5 საათზე კაფე ფოლკ გარდენში (ღია ცის ქვეშ).   მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 68ბ

საზეიმო მიღების მასპინძლები იქნებიან ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელჩი ფილიპ დიმიტროვი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ტოივო კლაარი.

პრიზის გამოცხადების ცერემონია გაიმართება  და ეძღვნება პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს. პრიზის შესახებ ინფორმაცია იცილეთ  ვებგვერდზე: www.euprizejournalism.ge  

გთხოვთ დაგვიდასტუროთ თქვენი სტუმრობა ელ.ფოსტის მისამართზე:maia.chitaia@actionprgroup.com

 

 

სიტყვების ძალა

 

გამოხატვის თავისუფლება ადამიანის მისწრაფებების შესრულების ძირეული  უფლებაა. ევროკავშირი ხელს უწყობს მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის დაცვას მთელს მსოფლიოში.

ძლიერი მედია არის ინსტრუმენტი უკეთ ინფორმირებული და დემოკრატიული საზოგადოებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მედიის სიძლიერე დაფუძნებულია სანდოობასა და რეპუტაციაზე, რომელიც პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის მაღალ სტანდარტებს ემყარება.

 

2011 წელს, ”ფრიდომ ჰაუზის” მიერ ჩატარებულ  პრესის თავისუფლების ყოველწლიურ კვლევაში, საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა - უკვე მესამედ, თუმცა ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

 

“ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში”  საშუალებას გვაძლევს ღირსეული პატივი მივაგოთ მათ, ვინც დამოუკიდებელი და პასუხისმგებლობით აღსავსე პრესის განვითარებისთვის ზრუნავს.

 

ფილიპ დიმიტროვი

ელჩი - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი