ევროკავშირი–საქართველო GSP+

საქართველო სარგებლობს ევროკავშირის რეჟიმით GSP +

საქართველო სარგებლობს ევროკავშირის პრეფერენციების ზოგადი რეჟიმით GSP.  ამ რეჟიმის მარეგულირებული წინა დოკუმენტის შესაბამისად, რომელიც 2006 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებდა, საქართველოზე გავრცელდა სპეციალური მექანიზმი მდგრადი განვითარების და კარგი მმართველობისა, ანუ GSP+ (ამოქმედების საცდელი პერიოდი დაიწყო 2005 წლის 1 ივლისიდან), რომელიც სთავაზობს საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებით შეღწევის შესაძლებლობას. GSP+ ის  მარეგულირებელი 2009-2011 წლების დოკუმენტის საფუძველზე საქართველო კვლავაც სარებლობს ამ რეჟიმით. ევროკავშირში ექსპორტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად და ამ ინფორმაციით უკეთ სარგებლობისთვის, იხილეთ ევროკომისიის ექსპორტის ხელშეწყობის განყოფილების მონაცემთა ბაზა:  http://exporthelp.europa.eu/index_en.html

მეტი ინფორმაცია ევროკავშირის GSP+ ის შესახებ:

2009-2011 წლებში, GSP+ ის სპეციალური რეჟიმით დადგენილი დამატებითი შეღავათები 16 ქვეყანაზე გავრცელდა. ამ რეჟიმით მოსარგებლე ქვეყანა პირველ რიგში უნდა აკმაყოფილებდეს ,,მოწყვლადობის“ კრიტერიუმს მისი სიდიდის თუ ექსპორტის დივერსიფიცირების მწირი შესაძლებლობის გამო. დივერსიფიცირების მწირი შესაძლებლობა და ქვეყნის დამოკიდებულება შემდეგნაირად განისაზღრვება:  პრეფერენციების ზოგადი სისტემის ფარგლებში ამ ქვეყნიდან ევროკავშირში იმპორტირებული პროდუქციის ხუთი უმსხვილესი სექტორი პრეფერენციების ზოგადი სისტემით გათვალისწინებული სრული იმპორტი 75%–ზე მეტს უნდა შეადგენდეს. ასევე,  ამ ქვეყნიდან პრეფერენციების ზოგადი სისტემით გათვალისწინებული იმპორტი ევროკავშირში  პრეფერენციების ზოგადი სისტემით გათვალისწინებული სრული იმპორტის 1%–ზე ნაკლები უნდა შეადგენდეს.

ამ რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნებმა უნდა მოახდინონ რატიფიცირება და ეფექტური განხორციელება იმ 27 ძირითადი საერთაშორისო კონვენციისა ადამიანის უფლებების, შრომის ძირითადი სტანდარტების, გარემოს დაცვის და კარგი მმართველობის სფეროებში, რომლებიც პრეფერენციების ზოგადი სისტემის შესახებ მარეგულირებელ დოკუმენტშია ჩამოთვლილი. დამატებითი ინფორმაცია GSP+  ის შესახებ იხილეთ შემდეგ ინტერნეტგვერდზე:
http://ec.europa.eu/trade/wider-agenda/development/generalised-system-of-preferences/

Back to შეთანმხებები და მექანიზმები