მისასალმებელი სიტყვა

ელჩი იანოშ ჰერმანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელიელჩი იანოშ ჰერმანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

მისასალმებელი მიმართვა ელჩისგან

ძვირფასო სტუმარო,

მოგესალმებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე. ვიმედოვნებ, რომ მრავალფეროვანი წყაროებიდან მიღებული უახლესი ინფორმაციით გაჯერებულ ჩვენს საუკუნეშიც, თქვენთვის სასარგებლო და საინტერესო იქნება ჩვენთან უშუალოდ დაკავშირება ამ ვებგვერდის საშუალებით.

ევროკავშირი წარმოადგენს უნიკალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებას 28 სახელმწიფოსი, რომლებმაც გადაწყვიტეს ერთად ემუშავათ მეტი კეთილდღეობის, სტაბილურობისა და სიმშვიდის მიმართულებით. ევროკავშირი მსოფლიოს უმსხვილესი ინტეგრირებული ეკონომიკური და სავაჭრო ბლოკია. ჩვენ ასევე დახმარების უზრუნველმყოფი უმსხვილეს დონორი ვართ. 2009 წელს ლისაბონის ხელშეკრულების მიღების შემდეგ, გაიზარდა ევროკავშირის როლი გლობალურ საერთაშორისო პოლიტიკიურ ასპარეზზე. ამ ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა ევროკავშირის წარმომადგენლობების ფართო ქსელი მთელი მსოფლიოში.  ამ წარმომადგენლობების ხელმძღვანელები ახორციელებენ ევროკავშირის პოლიტიკას და წარმოადგენენ მის ინსტიტუტებს, განსაკუთრებით ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს და ევროკომისიას. ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა საქართველოში.

ევროკავშირსა და საქართველოს აქვთ მჭიდრო და დინამიური ურთიერთობები, რომლებიც საერთო ღირებულებებს და მიზნებს ეფუძნება. ერთობლივ ძალისხმევებში ჩვენ ვხელმძღვანელობთ ახლახანს ხელმოწერილი "ასოცირების შესახებ შეთანხმებით", რომელშიც ჩამოყალიბებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარების მიზნები. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან და მზარდ ფინანსურ მხარდაჭერას ამ ამბიციური პროგრამისათვის, რომელიც, ჩემი რწმენით, ახალ პერსპექტივებს უხსნის ქართველ ხალხს. გარდა ამისა, ევროკავშირი არის  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე დამცველი  და ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ქვეყანის ტერიტორიაზე ზეგავლენის მქონე კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობაში.

ამ ვებგვერდზე ჩვენ მოგაწოდებთ უკანასკნელ და ზუსტ ინფორმაციას ევროკავშირში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და ასევე  ჩვენი წარმომადგენლობის საქმიანობაზე.  გარდა ამისა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ საიტზე შემოსვლით თქვენ მართლაც იგრძნოთ ევროკავშირი თქვენს გვერდით, "ევროკავშირი თქვენს მახლობლად". შესაბამისად, ჩემი კოლეგების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გარდა, მე ვაპირებ შეძლებისდაგვარად ხშირად გაგიზიაროთ ჩემი პირადი მოსაზრებებიც.

იანოშ ჰერმანი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში