ევროკავშირის წარმომადგენლობის როლი

ევროკავSირის წარმომადგენლობა საქართველოში გაიხსნა 1995 წელს თბილისში. ევროკავშირს მთელ მსოფლიოში 130-ზე მეტი წარმომადგენლობა აქვს.

წარმომადგენლობა გახლავთ დიპლომატიური მისია. ის წარმოადგენს ევროკავშირის და მისი ფუნქციაა წარმოაჩინოს, ახსნას და განახორციელოს ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოში, ასევე გაანალიზოს და აღწეროს საქართველოს პოლიტიკა და მოვლენათა განვითარება. წარმომადგენლობა ხელმძღვანელობს მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან, რათა განხორციელდეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 1999 წლის ივლისში. 2006 წელს მიღებული იქნა საქართველო ევროკავშირის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პირობების განხორციელებას, აგრეთვე საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის ხელშეწყობას, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტეგრაციისა და პოლიტიკურ თანამშრომლობის გაღრმავების ჩათვლით. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება 2009 წლის მაისში მიღებული “აღმოსავლეთის პარტნიორობის” ფარგლებში. “აღმოსავლეთის პარტნიორობა” გულისხმობს უფრო მჭიდრო ურთიერთობებს ასოცირების შესახებ შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივით და საქართველოს უფრო მეტ ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში.

2002 წლის 15 ნოემბრიდან, წარმომაგენლობამ იტვირთა უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ასრულებს უდიდეს როლს საგარეო დახმარების განხორციელებაში. ეს გახლავთ 2000 წელს ევროკომისიის მიერ დაწყებული ეგრეთ წოდებული "დეკონცენტრაციის" პოლიტიკის შედეგი, რაც მიზნად ისახავს ევროკავშირის საგარეო დახმარების უფრო სწრაფად და ეფექტურად წარმართვას. კომისიის მიერ აღიარებულია, რომ "ის რაც შესაძლოა უკეთ შესრულდეს ადგილზე, უნდა შესრულდეს ადგილზე”. აქედან გამომდინარე, წარმომადგენლობა არა მხოლოდ ჩართულია პროგრამირებაში, არამედ უშუალოდ მართავს პროექტებს დასაწყისიდან დასრულებამდე, და არსებული წესების ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის დახმარების თანამშრომლობის ოფისთან ბრიუსელში და საქართველოს ხელისუფლებასთან.

ერთობლივი მოღვაწეობის გაძლიერებისა და ევროკავშირის უკეთესი ვიზუალური წარმოჩენისთვის წარმომადგენლობა აგრეთვე გაუწევს კოორდინირებას ევროკავშირის ყველანაირ, მრავალმხრივ თუ ორმხრივ, დახმარებას. დეკონცენტრაციამ წარმომადგენლობას ასევე შემატა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საინფორმაციო ფუნქცია: მასპინძელ მთავრობებსა და მმართველობებს, მედიას, სამეცნიერო და ბიზნეს წრეებს, და სამოქალაქო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ევროპულ ინტეგრაციასა და ევროკავშირის