ევროკავშირი 2015 წლის ჟურნალისტიკის პრიზის გამარჯვებულებს აცხადებს (21/01/2016)

უკვე მეოთხე წელია ევროკავშირი  ყოველწლიურ ჟურნალისტურ კონკურსს აცხადებს და აჯილდოვებს გამარჯვებულებს საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომებისთვის. 

ევროკავშირის ეს პრიზი, რომელიც 2012 წელს დაწესდა, პროფესიული, მიუკერძოებელი და ინფორმაციული ჟურნალისტიკის მხარდასაჭერად გაიცამა. 2015 წლის კონკურსში ჟურნალისტთა ყველაზე დიდმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. საკონკურსოდ დაახლოებით 150–მა ჟურნალისტმა შემოიტანა განაცხადი 6 სხვადასხვა კატეგორიაში, რაც საქართველოში  მრავალფეროვანი მედიაგარემოს  არსებობას ადასტურებს.

 ღონისძიებაზე, რომელიც თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა, ექვსი კატეგორიიდან ხუთ გამარჯვებულს პრიზი გადასცა ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა. მეექვსე კატეგორიის  – მშვიდობის ჟურნალისტიკა – პრიზი ჟურნალისტს გადასცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მიისის ხელმძღვანელის მოადგილემ ერიკ ჰოეგმა.

 პირველ ხუთ კატეგორიაში (თითოეულში) შერჩეულ იქნა სამი ნომინანტი, საიდანაც გამოვლინდა ერთი გამარჯვებული. 

ა. საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ბეჭდვით ან ონლაინმედიაში

ნომინანტები:

ზურაბ ვარდიაშვილი – სიღარიბის შვილები (გამოქვეყნებულია ჟურნალ ,,ლიბერალში“)

ნინო ბაქრაძე (თანაავტორი დეივიდ ლოსი) – საქართველოში დაბალ ფასად წარმოებული მომგებიანი ბიტკოინი (გამოქვეყნებულია Netgazeti.ge- ში)

ეკატერინე ლემონჯავა– შეხვედრა სადაც სიკვდილის რიგში იდგნენ  (გამოქვეყნებულია Timer. ge -ში)

გამარჯვებული:  ზურაბ ვარდიაშვილი

ბ. საუკეთესო საგამოძიებო ტელე/რადიო სიუჟეტი

ნომინანტები:

ლია ტოკლიკიშვილი (თანაავტორი მაია გოგოლაძე) საზოგადოებრივი მაუწყებელის ფილმი ,,ოქროსთვის შეწირული ქალაქი“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი)

ცქრიალა შერმადინი, სტუდიო მონიტორი, ფილმი ,,ნაპატიები მილიონები“ (მაესტრო)

გიორგი გვიშიანი (თანაავტორები იოსებ წიკლაური, იაგო გოგილაშვილი) ,,ქართული ნაციზმი“ (რუსთავი 2)

გამარჯვებული:  ლია ტოკლიკიშვილი (თანაავტორი მაია გოგოლაძე)

გ. საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი, რომელიც ხელს უწყობს ცოცხალ, დაბალანსებულ, სამართლიან და პლურალისტურ დებატებს მნიშვნელოვან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ საკითხებზე, რასაც შეუძლია არაპირდაპირ წარმოაჩინოს ევროკავშირის ფასეულობები

ნომინანტები:

ანუნა ბუკია – ,,პაციენტის დღიური“  (გამოქვეყნდა www.liberali.ge)

დავით ღონღაძე – ,,წამალდამოკიდებულება“  (გამოქვეყნდა www.heretifm.com)

ერეკლე ცოცანიძე –    ,,რა სარგებლობა მოაქვს თვითთმართველობას?!"(გამოქვეყნდა www.heretifm.com) გამარჯვებული:  ანუნა ბუკია – ,,პაციენტის დღიური“ 

დ. ყველაზე ინფორმატიული ონლაინმედიასაშუალება (ახალი ამბების სააგენტო, ვებპორტალი, ონლაინგაზეთი, ონლაინჟურნალი)

ნომინანტები:

www. chai-khana.org

ISET economist blog

www.IPN.ge

გამარჯვებული:  www. chai-khana.org

ე. საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს (ადამიანის უფლებებს, მათ შორის უმცირესობათა უფლებებს, სოციალურ სამართლიანობას, ადამიანური ღირსების პატივისცემას, სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიას, თანასწორობასა და კანონის უზენაესობას)

ნომინანტები:

დარო სულაკაური –  ნაადრევი ქორწინება

ანდრო ერაძე სოლიდარობა სტიქიის წინააღმდეგ

გიორგი შენგელია – ოთხი ოთახი

გამარჯვებული: დარო სულაკაური –  ნაადრევი ქორწინება

ვ.საუკეთესო ნაშრომი ბეჭდურ, აუდიოვიზუალურ ან ონლაინმედიაში, რომელიც შეეხება კონფლიქტების თემას (წარმოდგენილია ევროკავშირის სადამკვირველო მისიის მიერ IWPR– თან თანამშრომლობით)

გამარჯვებული: ნინო ჩიფჩიური -ექიმები კონფლიქტის რეგიონში ჯანმრთელობის ხიდებს აშენებენ (women-peace.net).

 

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისიკაში ყოველწლიურად პრესის საერთაშორისო დღეს, 3 მაისს ცხადდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:  www.euprizejournalism.ge

ევროკავშირის წარმომდაგენლობა საქართველოში, კომუნიკაციების მენეჯერი მიკოლაი ბეკასიაკი Mikolaj-Swietopelek.BEKASIAK@eeas.europa.eu

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, პრესსპიკერი ჯონ დურნინი John.Durnin@EUMM.eu