აღმოსავლეთ პარტნიორობის პარლამენტარები ადამიანის უფლებეზე სასაუბროდ თბილისში შეიკრიბებიან (21/09/2015)

21-22 სექტემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი სახელმწიფოს პარლამენტის წევრები  მონაწილეობას მიიღებენ სემინარში, რომელზეც განხილული იქნება ეროვნული პარლამენტების როლი ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული კონვენციის სტანდარტების განხორციელებაში.  სემინარი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეში თანამშრომლობის ფარგლებში ეწყობა.

პარლამენტარები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან,  ასევე ევროსაბჭოს წევრი სხვა სახელმწიფოებიდან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან და ამ სფეროს სპეციალისტებთან ერთად განიხილავენ კანონპროექტების შესაბამისობას  ადამიანის უფლებების შესახებ ევროპულ კონვენციასთან და პარლამენტების როლს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტურ აღსრულებაში.