ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ბატონ გიორგი მღებრიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა (14/08/2015)

14 აგვისტოს,  ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გიორგი მღებრიშვილს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირი-საქართველოს შორის თანამშრომლობის, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული  საკითხები. გიორგი მღებრიშვილმა და იანოშ ჰერმანმა ასევე ისაუბრეს  შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შესახებ.

ფოტო © შინაგან საქმეთა სამინისტრო